სასწავლო პროექტი
პროექტის სახელი: ქართველი ოლიმპიელები
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა უფრო ახლოს გაიცნონ ქართველი ოლიმპიელები,საქართველოს ოლიმპიური ცხოვრება.მოიძიონ ინფორმაცია ისტ-ის გამოყენებით.
ოლიმპიელებს.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
კლასი: X
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები.პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოები,ვიდეო მასალები,კედლის გაზეთი,შექმნილი ბლოგი,სპორტული ტერმინოლოგიის ლექსიკონი.
სარგებელი სხვებისათვის: მათი თანატოლები გაეცნობიან ქართველ ოლიმპიელთა ცხოვრებას,ოლიმპიადის ისტორიას,სპორტულ ტერმინოლოგიას,ეზიარებიან ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
სამუშაო ენა: ქართული,ინგლისური.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: ინგლისური,ქართული,ისტორია,ფიზიკური აღზრდა,ისტ-ი.მოსწავლეები უკეთ დაეუფლებიან ისტ-ის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვების მეთოდებს.შექმნიან მცირე ზომის სპორტული ტერმინოლოგიის ლექსიკონს,ყურადღებას გაამახვილებენ მათთვის ნასწავლ გრამატიკულ ფორმებზე,საფუძვლიანად შეისწავლიან ქართული ოლიმპიური ცხოვრების ისტორიას და ქართველ ოლიმპიელთა წარმატებებს.შექმნიან კედლის გაზეთს. დაასკვნიან ,რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ,რომ სპორტი ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ადამიანის ცხოვრებაში.შეხვდებიან ქართველ ოლიმპიელებს.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: irmaanioto@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий